
გამოიძიებს თუ არა "ქართული ოცნება" 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებს არჩევნების შემდეგ - ამ კითხვას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე უპასუხა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს მკაფიო გეგმები ამ მიმართულებით.
"უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმები ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის მხოლოდ ზოგადი განცხადება - რეალურად, ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ და არ იყოს მუდმივად რევოლუციის მცდელობის რეჟიმში და ა.შ. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება არჩევნების შემდეგ," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



