რეზონანსი
(15.08.2024)

 იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, 2024 წლის ერთ-ერთ თავისებურებას ყივანახველის შემთხვევების ზრდაც წარმოადგენს.

„ყივანახველის სტატისტიკა არ არის წარმოდგენილი რესპირაციულ ვირუსებთან ერთად, თუმცა მისი გავრცელების სტატისტიკა გამორჩეულია. მიმდინარე წელი, წინა წლებთან შედარებით, რადიკალურად არის განსხვავებული, მომატებულია ლაბორატორიული დადასტურებული შემთხვევები. 2024 წლის ერთ-ერთ თავისებურებას ყივანახველის შემთხვევების ზრდაც წარმოადგენს.

ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. ძირითადად ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში. კლინიკაში გვაქვს ფილტვები ანთებით მიმდინარე შემთხვევები“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე