რეზონანსი
(14.08.2024)

ქობულეთში, შავ ზღვაში, 8 წლის გოგო დაიხრჩო. მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, გოგონა ტალღამ გაიტაცა.

„ტალღამ წაიღო, ნეტა, არ შევსწრებოდი ამ საშინელებას, უფალო, გამძლეობა მიეცი თავის მშობლებს და ძმას, რომლის ხმაც ყურებში კიდევ ჩამესმის...“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე