რეზონანსი
(13.08.2024)

წუ­ხელ ზუგ­დიდ­ში, ენი­თა­უღ­წე­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. გვი­ან ღა­მით გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ორი მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ცე­ცხლი ბუ­კი­ას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-6 სარ­თულ­ზე გაჩ­ნდა. ხან­ძრის შე­დე­გად ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 7 წლის ტყუ­პი ძმა - გი­ორ­გი და გაბ­რი­ელ გა­ბუ­ნი­ე­ბი. ბავ­შვებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტრა­გე­დი­ის დროს ეძი­ნათ. ამ დროს სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და კი­დევ ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი, რო­მე­ლებ­მაც შეძ­ლეს და ხან­ძარს თავი და­აღ­წი­ეს. ისი­ნი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ად­გილ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუფ­თან ერ­თად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცია. იყო ცე­ცხლის სხვა სარ­თუ­ლებ­ზე გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ხან­ძრის ლიკ­ვი­დი­რე­ბა შეძ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მცი­რე­წლოვ­ნე­ბი დე­დას­თან და მა­მო­ბილ­თან ერ­თად უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ.

ბავ­შვე­ბი შინ მარ­ტო იყ­ვნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას დაბ­რუნ­დნენ ბავ­შვე­ბის დედა და მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც თქვა, რომ მა­მო­ბი­ლია, მათი თქმით, ისი­ნი სა­მუ­შა­ოდ - თხი­ლის საკ­რე­ფად იყ­ვნენ წა­სუ­ლი.

"სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მოხ­და, გარ­დაც­ვლი­ლია 7 წლის ტყუ­პი ძმა, ისი­ნი ამ ბი­ნა­ში ქი­რით დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. მე, რო­გორც ვიცი, მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა და ჰყავს 4 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი. მათ დი­დად არ იც­ნობ­დნენ მე­ზობ­ლე­ბი. მოხ­და ასე­თი სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია, დიდი ალ­ბა­თო­ბით, სან­თლის­გან არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ცე­ცხლი, ბავ­შვებს ეძი­ნათ იმ დროს, როცა ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ბი­ნა­ში დედა არ იმ­ყო­ფე­ბო­და იმ დროს, სახ­ლში იყ­ვნენ მათი 8 და 9 წლის უფ­რო­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი. ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ პა­ტა­რე­ბის გაღ­ვი­ძე­ბაო, - ასე უთ­ქვამთ მათ.

რო­გორც შე­ვი­ტყვე, აფხა­ზე­თი­დან, კერ­ძოდ, გა­ლი­დან არი­ან. და­ღუ­პუ­ლი ტყუ­პი სხვას ჰყავ­და მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში და სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა დე­დას ამ ორი­ო­დე თვის წინ და­უბ­რუ­ნა - ამას მეც მე­ზობ­ლე­ბის მო­ნა­თხრო­ბით ვამ­ბობ.... ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, ეზო­ში რომ თა­მა­შობ­დნენ, ვხე­დავ­დი­თო. ის ორი მო­ზარ­დი გა­დარ­ჩა, ბავ­შვე­ბიც შოკ­ში იქ­ნე­ბი­ან და მალე ალ­ბათ, შეძ­ლე­ბენ და მოყ­ვე­ბი­ან რა მოხ­და. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან...

კორ­პუს­ში იმ­ხე­ლა დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა იყო, რომ მე-9 სარ­თუ­ლამ­დე აღ­წევ­და კვამ­ლიო. მე­ხან­ძრე­ებ­მა ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბა შეძ­ლეს", - უთხრა "ამბებს" მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლმა ნინო იზო­რიამ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე