რეზონანსი
(13.08.2024)

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,39 ათასი ტონა, რაც 0,42 ათასი ტონით ანუ 21,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,97 ათასი ტონა) შედარებით. 

მ/წლის ივლისის თვეში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,50 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 0,37 ათასი ტონა (15,5%); გერმანია - 0,32 ათასი ტონა (13,4%); აზერბაიჯანი - 0,23 ათასი ტონა (9,6%), და სხვ.

2024 წლის ივლისის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 23,1 ათასი ტონა, რაც 10,6 ათასი ტონით ანუ 84,8%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,5 ათასი ტონა) შედარებით. 

მათ შორის, მ/წლის ივლისის თვეში  საავიაციო ნავთის იმპორტის 34,2%  (7,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქეთიდან, 20,8% (4,8 ათასი ტონა) - რუსეთიდან,  17,7% (4,1 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან,  16,9% (3,9 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან,  10,4% (2,4 ათასი ტონა) - უზბეკეთიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე