
ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში კრიმინალურ ქოლ-ცენტრებს მფარველობს - ასე ეხმაურება "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ჰელსინკის კომისიიის უმძიმეს განცხადებას.
საგანგებო ბრიფინგზე, კუპრაძემ თქვა, რომ ქოლ-ცენტრების საკითხზე აუცილებელია საგამოძებო კომიისიის შექმნა, რომელიც ამ საკითხზე კითხვებსა და მძიმე ბრალდებებს გასცემდა პასუხს.
ჩვენი დეპუტაცია არის ხელმომწერი იმ ინიციატივისა, რომ საქართველოს პარლამენტში შექმნილიყო შესაბამისი საგამოძებო კომისია, რომელიც ქოლ-ცენტრების საკითხზე იმ მძიმე ბრალდებებს და შეკითხვებს გასცემდა პასუხებს, რაც არსებობს ხელისუფლებასთან მიმართებით. ხელისუფლება მფარველობს ჩვენს ქვეყანაში კრიმინალურ ქოლ-ცენტრებს, რომელიც ძარცვავენ როგორც საქართველსო, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ამ ყველაფრის თანამონაწილე არის საქართველოში არსებული სუსი, ბიძინა ივანიშვილი და ის კრიმინალური ვერტიკალი, რომელიც შექმნა ივანიშვილმა და ამ ნაძარცვ თანხმებს იყენებს იმისთვის, რომ იძალადოს დემოკრატიაზე და საქართველოს მოქალაქეებზე", - განაცხადა კუპრაძემ.
„ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



