რეზონანსი
(13.08.2024)

ტრა­გე­დია მოხ­და ღა­მით ზუგ­დიდ­ში. სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის ერთ-ერთ ბი­ნა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რის დროს 6 წლის ტყუ­პი ძმე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. შემ­თხვე­ვა ბუ­კი­ას ქუ­ჩა­ზე მოხ­და. ხან­ძრის დროს ბი­ნა­ში ოთხი მცი­რე­წლო­ვა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. უფ­რო­სებ­მა ბი­ნი­დან გა­მოს­ვლა მო­ას­წრეს, ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბი­სა და ცე­ცხლის გამო, ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ ტყუ­პე­ბი.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვე­ბი ბი­ნა­ში მარ­ტო იყ­ვნენ და ეძი­ნათ, რა დრო­საც ცე­ცხლი გაჩ­ნდა. ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია და მცი­რე­წლოვ­ნე­ბი მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ­მა სა­ა­გენ­ტომ ისი­ნი დე­დას და­უბ­რუ­ნა.

ად­გილ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუფ­თან ერ­თად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცია. ცე­ცხლის სხვა სარ­თუ­ლებ­ზე გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მაშ­ვე­ლებ­მა ხან­ძრის ლიკ­ვი­დი­რე­ბა შეძ­ლეს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ­თან“ მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ უფ­რო­სებ­მა გა­მოს­ვლა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შეძ­ლეს.

"ჩემ­თან შე­მო­ვარ­დნენ, კარი რომ გა­ვა­ღე, ბავ­შვე­ბი კი­ოდ­ნენ. ცე­ცხლი ლა­მის სახ­ლში შე­მო­მი­ვარ­და, ორი­ვე ბავ­შვი შიგ­ნით შე­მო­ვაგ­დე და კარი მივ­ხუ­რე, ვუ­თხა­რი, ვერ­სად გა­გიშ­ვებთ, შენც და­იწ­ვე­ბით-მეთ­ქი. უფ­რო­სი ბავ­შვე­ბი შე­მო­ვარ­დნენ ჩემ­თან, ყვი­როდ­ნენ, პა­ტა­რე­ბი არი­ან შიგ­ნით, უნდა გა­მო­ვიყ­ვა­ნო­თო. ჩემ­თან კარ­ზე მო­ა­კა­კუ­ნეს, გვერ­დი­თი მე­ზო­ბე­ლი ვარ. იმ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან შე­მო­ვაგ­დე არა­ნა­ი­რი დამ­წვრო­ბა არ აქვთ. რომ ნა­ხოთ, სას­წა­უ­ლი ამ­ბა­ვია. მე ვკი­თხე, - რა ქე­ნით, გოგო, რას მო­უ­კი­დეთ ცე­ცხლი-მეთ­ქი. ჩვენ არა­ფე­რი გვიქ­ნია, ოთახ­ში რომ ვი­ყა­ვით, ცე­ცხლი შე­მოგ­ვი­ვარ­დაო. სა­ი­დან გაჩ­ნდა, აზ­რზე არ ვარ. შუქი არ არის, გაზი არ არის. გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­დათ სი­ნათ­ლე გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო", - ამ­ბობს ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.

კი­დევ ერთი თქმით, დედა ბავ­შვებს ხში­რად ტო­ვებ­და შინ მარ­ტო:

"ცე­ცხლი ღამის ორის ნა­ხე­ვარ­ზე გაჩ­ნდა, და­რე­კეს, მაგ­რამ არა­ფერ­მა უშ­ვე­ლა. ბავ­შვე­ბის დედა მუ­შა­ობ­და, თხილ­ზე და­დი­ო­და. სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვე­ბი და მერე და­უბ­რუ­ნეს. დედა ბავ­შვებს ხში­რად ტო­ვებ­და შინ მარ­ტო, უფ­რო­სი გოგო მე-6 კლა­სე­ლია, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ბავ­შვია, ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და და-ძმებს.

ღრმა ძილ­ში იყო ხალ­ხი, ხან­დაზ­მუ­ლი ბებო მე­ძახ­და, ხან­ძა­რი­აო. რომ გა­მო­ვე­დი ყვე­ლა­ფე­რი კვამლში იყო. არ ვიც­ნობ, ვის სახ­ლშიც გაჩ­ნდა ხან­ძა­რი. ოთხი შვი­ლი ჰყავ­დათ და ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. მათ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია. ტყუ­პე­ბი უმ­ცრო­სე­ბი იყ­ვნენ, უფ­რო­სე­ბი ჩემი თვა­ლით და­ვი­ნა­ხე, რომ უვ­ნებ­ლად გა­მო­ვიდ­ნენ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე