რეზონანსი
(12.08.2024)

ირანის ან „ჰეზბოლას" შესაძლო თავდასხმის გამო შეიარაღებული ძალები მაქსიმალურ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„ბოლო დღეებში ჩვენს მტრებსა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდებით, განსაკუთრებით „ჰეზბოლასა" და ირანს", - განაცხადა ჰაგარიმ.

ჰაგარიმ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებების მითითებებში ცვლილებები ჯერჯერობით არ არის.

„ჩვენი მტრების განცხადებებს სერიოზულად განვიხილავთ, შესაბამისად, თავდაცვითი და შეტევითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზე ვართ", - აღნიშნა ჰაგარიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე