რეზონანსი
(12.08.2024)

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს 62 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე