რეზონანსი
(12.08.2024)

,,მიხარია, როდესაც ადამიანები ირჩევენ ისტორიის სწორ მხარეს, რადგან ყველას გვესმის 26 ოქტომბერს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი", -ასე გამოეხმაურა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, კასპის ყოფილი მერის, მანუჩარ მერაბაშვილის „ერთიანობა - ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთებას.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ კიდევ ბევრ ადამიანს იხილავენ, მათ შორის ოცნების მაღალჩინოსნებს, რომლებიც ,,სწორ მხარეს გადმოვლენ': 

 ,,მე დღეს ვესაუბრე მანუჩარს და ძალიან მიხარია, როდესაც ადამიანები ირჩევენ ისტორიის სწორ მხარეს, იმიტომ, რომ ყველას გვესმის 26 ოქტომბერს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ერთიანობით, საერთო ძალებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი, რომლებიც არჩევნებამდე სწორ არჩევანს გააკეთებენ და აირჩევენ ქვეყნის ევროპულ, ნათელ მომავალს, რაც არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა"- განაცხადა  თინა ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე