რეზონანსი
(12.08.2024)

ის არის ანტიქართველი, - ასე პასუხობენ უკრაინაშ მებრძილი ქართველები დავით ცეცხლაძის მოწოდებას, დატოვონ ფრონტი და საქართველოში დაბრუნდნენ. ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინაში ცივილური სამყაროს მხარდასაჭერად იბრძვიან და იქაორობის დატოვებას არ აპირებენ. ქართველი სამხედრო დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, უკრაინაც და საქართველოც გამარჯვებული იქნება. 

რამდენიმე დავალებას ასრულებს. ერთი, ქოცების დავალებას ასრულებს, მეორე - რუსებს ელაქუცება, იმიტომ, რომ ალბათ იქ ბიზნესები აქვს დიდი და მესამე, ერთი ჩვეულებრივი ანტიქართველია, არა ანტიუკრაინელი, ანტიქართველია უბრალოდ, მეტი არაფერი. ჩამობრძანდეს, დავხვდებით. ჩვენ იარაღს არ დავყრით. ჩვენ ვიბრძვით ცივილიზაციის მტრის წინააღმდეგ, არა მარტო უკრაინის, საქართველოს წინააღმდეგ და ის ფაშიზმი უნდა გავაჩეროთ და ჩვენ ამაში მივიღებთ მონაწილეობას. ისეთი ადამიანები, როგორიც ცეცხლაძეა, კიდევ სხვა გამყიდველები, იგივე ჩვენი პრორუსული ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით, ისინი ვერ გაგვაჩერებენ. უკრაინაც გაიმარჯვებს და საქართველოც გაიმარჯვებს, - ამბობს ვანო ნადირაძე. 

რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე უკრაინის მხარდამხარ მებრძოლ ჯარისკაცებს მოუწოდებს, რუსეთში შეჭრაზე უარი თქვან და კურსკის ოლქიდან წავიდნენ.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე