რეზონანსი
(12.08.2024)

მე მქონდა პირადად შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანებთან - სენატორთან, კონგრესმენთან, თუმცა საუბრები რჩება ხოლმე საუბრებად. მკაფიოდ ვუთხარით ჩვენს კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერს კითხვა დაუსვეს საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით.

„მე მქონდა პირადად შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანებთან - სენატორთან, კონგრესმენთან, თუმცა საუბრები რჩება ხოლმე საუბრებად. მკაფიოდ ვუთხარით ჩვენს კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. ამისათვის პირველ რიგში მთავარი და აუცილებელია ის, რომ მომავალი წლის განმავლობაში არ ვიხილოთ ისეთივე პროცესები, როგორიც ვიხილეთ გასული ოთხი წლის მანძილზე. აღარ გავიმეორებ რას ვგულისხმობ ამაში. რას აკეთებდა მაგალითად ამერიკის ყოფილი ელჩი. ამ პრობლემების ფონზე, რაც ხელოვნურად შეიქმნა გასული ოთხი წლის განმავლობაში, საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა და ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9-11 აგვისტოს იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე