რეზონანსი
(12.08.2024)

სენაკში გამთენიისას მძიმე ავარია მოხდა. “გურია ნიუსის” წყაროს ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 5 პირი ისხდა, გზიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი ადგილზევე დაიღუპა, 4 დაშავდა. ისინი კლინკაში გადაიყვანეს. ჩვენი ინფორმაციით,  2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

გურიანიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე