რეზონანსი
(12.08.2024)

მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ალპინისტი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი მწვერვალზე მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა. მისი სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

"მთის ამბების" ინფორმაციით,  ბადრიაშვილის დაღუპვის შესახებ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს.

ბადრიაშვილთან ერთად მყოფი სამი მთასვლელი კი მაშველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში უვნებლად გადაიყვანეს.

არჩილი გამორჩეული ალპინისტი იყო, რომელსაც ამ სპორტის უმაღლესი ჯილდოც კი ჰქონდა მოგებული. ბადრიაშვილი 2022 წელს "ოქროს წერაყინის " გამარჯვებული გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად გახდა. ქართველმა სპორტსმენებმა პრიზი პაკისტანის აქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლის გამო მიიღეს.

"მთის ამბები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე