
ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ მაღალჩინოსნებს არ შეხვდა. სენატორმა ჯინ შაჰინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან სუაბრის სურვილი ჰქონდა, თუმცა პასუხად უარი მიიღო.
შაჰინისთვის გაუგებარია "ოცნების"ანტიდასავლური რიტორიკაც, მიეტადრე იმ ფონზე, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მისივე თქმით, კანონი, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, რუსული სულისკვეთების არის.
მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილითან შეხვედრა. მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე. როდესაც აქ ვიმყოფებოდი, დაახლოებით 18 თვის წინ, მას შემდეგ საქართველოს მთავრობას იმ პერიოდშ შემოჰქონდა ზუსტად რუსული კანონი. გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა ორპარტიული, ორპალატიანი წუხილი ამ კანონთან დაკავშირებით და ფაქტი მისი მიღებისა, გამოუწვევდა ანგარიშვალდებულებას, ესეც აღვნიშნე მაშინ, ექნებოდა გავლენა ჩვენს ურთიერთობებზე. სამწუხაროდ, ვხედავთ ამას ახლა მთავრობის ძალისხმევის შედეგად და მინდა გითხრათ, მიჭირს გაგება. იმ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, სადაც ჩავდიოდით, ყველგან გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ ამ ტერიტორიული ოკუპაციის გაფართხოებასთან დაკავშირებით. ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს და რაც საწინააღმდეგოა მოქალაქეების ნებისა. არ მესმის ეს, - განაცხადა შაჰინმა.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ორი დღის წინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს ჩამოსვლის დღესვე შეხვდნენ.
გუშინ დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



