რეზონანსი
(11.08.2024)

“ვულოცავ ჩვენს ღირსეულ, გმირ ოლიმპიელებს ამ უდიდეს გამარჯვებას! სასიხარულოა, რომ დღეს, საქართველოს ოლიმპიური გუნდი კიდევ ერთ მედალს გარანტირებულად მოიპოვებს“ - ბიძინა ივანიშვილი

“გი­ლო­ცავთ! სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ორი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ჰყავს - ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი!“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ავ­რცე­ლებს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დი კი­დევ ერთ მე­დალს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვებს.

“გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი და აღ­მაფრ­თო­ვა­ნე­ბე­ლია ის სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი, რა­საც კა­რი­ე­რა­ში ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ მი­აღ­წია. ჩვენ­მა ძა­ლო­სან­მა არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი, არა­მედ მსოფ­ლიო სპორ­ტის ის­ტო­რია და­წე­რა და პა­რიზ­ში, ზე­დი­ზედ მე­სა­მე ოლიმ­პი­ა­და­ზე ზე­დი­ზედ მე­სა­მე ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე, სა­დაც ჩვენს გმირ ოლიმ­პი­ელს 14 ოქ­როს მე­და­ლი აქვს მო­გე­ბუ­ლი. მისი მიღ­წე­ვე­ბი რე­კორ­დე­ბის კუ­თხი­თაც უნი­კა­ლუ­რია. ლა­შას ან­გა­რიშ­ზეა მსოფ­ლიო რე­კორ­დი ატაც­ში (225 კგ), აკ­ვრა­ში (267 კგ) და ორ­ჭი­დის ჯამ­ში (492 კგ). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მი­ვე რე­კორ­დი, ატაც­ში, აკ­ვრა­ში და ორ­ჭი­დის ჯამ­ში მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დრო­ის რე­კორ­დია ძა­ლოს­ნო­ბის­თვის.

ლაშა ტა­ლა­ხა­ძე არა მხო­ლოდ დიდი სპორ­ტსმე­ნი, არა­მედ დიდი ადა­მი­ა­ნი და ღირ­სე­უ­ლი, პატ­რი­ო­ტი მა­მუ­ლიშ­ვი­ლია. დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მას ჩვე­ნი პა­ტა­რა, მაგ­რამ ამა­ყი ქვეყ­ნის ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ჩი­ნე­ბის­თვის.

შვდიგ­ზის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი

შვიდგზის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი

სამ­გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი

მსგავ­სი მიღ­წე­ვა უნი­კა­ლუ­რია სპორ­ტის სამ­ყა­რო­ში და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის სა­ა­მა­ყოა, რომ ამ მიღ­წე­ვის ავ­ტო­რი ქარ­თვე­ლი ლაშა ტა­ლა­ხა­ძეა!

ასე­ვე მინ­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა მი­ვუ­ლო­ცო სა­ხე­ლო­ვან ქარ­თველ ფა­ლა­ვანს, გენო პეტ­რი­აშ­ვილს. ის არის მა­გა­ლი­თი, თუ რა შე­დე­გი მო­აქვს უდ­რეკ ხა­სი­ათს და მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვას. ბრა­ზი­ლი­ა­ში, რიოს ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­გე­ბუ­ლი ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი, ხოლო შემ­დეგ, ია­პო­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ ტო­კი­ო­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ვიცე-ჩემ­პი­ო­ნო­ბა გე­ნომ პა­რიზ­ში დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბით და­აგ­ვირ­გვი­ნა და მსოფ­ლი­ოს გა­სა­გო­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი ააჟ­ღე­რა. კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ ჩვენს ღირ­სე­ულ, გმირ ოლიმ­პი­ე­ლებს ამ უდი­დეს გა­მარ­ჯვე­ბას.

სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დი კი­დევ ერთ მე­დალს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვებს. კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მო­ჭი­და­ვე, გივი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი ფი­ნა­ლურ ორ­თაბ­რძო­ლას გა­მარ­თავს. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ მცხე­თელ ფა­ლა­ვანს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ - გა­მარ­ჯვე­ბა და ოქ­როს მე­და­ლი სწო­რედ გი­ვის და ჩვენ ქვე­ყა­ნას დარ­ჩე­ბა! , - ნათ­ქვა­მია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე