რეზონანსი
(11.08.2024)

თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ქარ­თვე­ლი გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი (125 კგ) პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ფი­ნალ­ში პეტ­რი­აშ­ვილ­მა ირა­ნელ ამირ ჰო­სე­ინ ზა­რეს დრა­მა­ტულ ბრძო­ლა­ში 10:9 მო­უ­გო, ბრძო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი გე­ნომ მე­ტო­ქეს "გვირ­გვი­ნის" ჟეს­ტი უჩ­ვე­ნა.

საქ­მე იმა­ში გახ­ლავთ, რომ 2023 წელს ზა­რემ გენო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში და­ა­მარ­ცხა და ქარ­თველს გვირ­გვი­ნის ჟეს­ტი უჩ­ვე­ნა. ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ოლიმ­პი­ა­დის ფი­ნალ­ში გა­მარ­ჯვე­ბა გე­ნოს დარ­ჩა... 

შე­გახ­სე­ნებთ, გენო პეტ­რი­აშ­ვილს უკვე ჰქონ­და ოლიმ­პი­უ­რი ვერ­ცხლის (2020 წლის ტო­კი­ოს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი) და ბრინ­ჯა­ოს (2016 წლის რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი) მედ­ლე­ბი, ახლა კი ოქ­როს მფლო­ბე­ლიც არის.

ემო­ცი­უ­რი იყო კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც გე­ნომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თა. მან "პირ­ველ არხს" უთხრა, რომ ჯერ "სიზ­მარ­ში ჰგო­ნია თავი". ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და გულ­შე­მატ­კი­ვარს.

"მა­მა­ჩე­მი ნეტა რას შვრე­ბა? ცო­ცხა­ლია? არ გა­მეღ­ვი­ძოს, თო­რემ და­მერ­ხე­ვა. ემო­ცი­ებს ვერ გე­ტყვი, მძი­ნავს და მგო­ნია სიზ­მარ­ში ვარ, მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კი­ვარს. ერთი მინ­და ვთქვა, რომ უფალს მად­ლო­ბა, რომ დავ­ბრუნ­დი და თან მაგ­რად დავ­ბრუნ­დი" - თქვა გე­ნომ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე