რეზონანსი
(08.08.2024)

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სადიგოვს 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა, გაასაჩივრა.

ადვოკატმა შესაბამისი დოკუმენტაციით თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღეს მიმართა.

„საექსტრადაციო პატიმრობის შეცვლას და გათავისუფლებას ვითხოვთ. სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს, 2 000 ლარის ოდენობით ვთავაზობთ. ადამიანს საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით აქვს მიმართული და აღნიშნული სანამ იქნება, ექსტრადიცია ვერ განხორციელდება ვერანაირად", - განაცხადა ნოზაძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე