რეზონანსი
(08.08.2024)

ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე მომხდარი ანგარიშსწორების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი -არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რესტორან "ვარციხის მარანთან", რესტორნის თანამშრომლებსა და უცნობ პირს შორის მოხდა.

როგორც ადგილობრივები "ტვ პირველის" კორესპონდენტს უყვებიან, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 გასროლა სწორედ იმ დროს განახორციელა, როდესაც რესტორნის თანამშრომლები სამსახურიდან სახლისკენ ბრუნდებოდნენ.

სამი დაშავებულისგან ორს მცირე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა როგორც ექიმები აცხადებენ, დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე