
ევროპარლამენტში დეპუტატებისს ჯგუფი ევროკომისიისაგან ბუდაპეშტის წინააღმდეგ ზომების მიღებას, მათ შორის უნგრეთის შენგენის ზონიდან გაძევებას, ითხოვს.
მოვუწოდებთ ევროკომისიას მიიღოს გადაუდებელი ზომები უნგრეთის გადაწყვეტილების გამოსაძიებლად, რადგან რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეებისათვის გამარტივებული წესით ცხოვრების უფლების მინიჭება, შეიძლება უკონტროლო „ხვრელი" გახდეს და პოტენციურად საფრთხე შეუქმნას მთლიანად შენგენის ზონის, როგორც მოქალაქეებისათვის უსაფრთხო სივრცის ფუნქციონირებას, - ნათქვამია კომისიის სახელზე გაგზავნილ წერილში.
„თუ უნგრეთის მთავრობა უარს იტყვის პოლიტიკის შეცვლაზე, კომისიამ და ევროკავშირის ყველა წარმომადგენელმა ეჭვქვეშ უნდა დააყენოს შენგენის ზონაში უნგრეთის ყოფნა. ევროპელი მოქალაქეების დასაცავად გატარებულიი უნდა იყოს ახალი ზომები, საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის, კონტროლი დაწესებით უნგრეთის საზღვრებზე, - ნათქვამია წერილში.
ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა შეიძლება არ აღიარონ უნგრეთის მიერ გაცემული ვიზები, წერენ ევროპარლამენტარები.
ჯერ-ჯერობით წერილის მხარდასაჭერად 70-მდე ხელმოწერაა შეგროვილი, მათ შორის მოთხოვნას მხარს უჭერებ ბელგიისა და ირლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



