რეზონანსი
(07.08.2024)

“ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ მკვლელობის უკან ის იდგა. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღშფოთებულნი იყვნენ ჰანიეს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების გამო და გამოხატავდნენ შეშფოთებას, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს ღაზაში ზავის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები.

აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ისრაელმა მათ არ მიაწოდა ინფორმაცია სხვა ოპერაციების დაწყებამდეც, მათ შორის „ჰეზბოლას“ მეთაური ლიკვიდაციის შესახებ.

ამასთან, გამოცემა ციტირებს ისრაელელ ოფიციალურ პირს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს და რომელიც ადასტურებს, რომ გასულ კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი დაძაბული იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე