
“ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმ ხალხის წინაშე, ვინც დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის 2008 წელს უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო“-ამის შესახებ გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სამადაშვილის თქმით, საქმე ბოლომდეა მისაყვანი და ქართველი ხალხი აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს.
ხვალ ისეთი დღეა, არ შემიძლია არ ვთქვა, ის უზარმაზარი მსხვერპლი, რომელიც ჩვენ გავწიეთ არამხოლოდ 2008, არამედ 90-იან წლებიდან მოყოლებული, რათა გვქონოდა დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული ქვეყანა. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმ ხალხის წინაშე, ვინც ეს უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და აუცილებლად მივიყვანთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



