რეზონანსი
(06.08.2024)

ყაჩაღობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში - სასტიკად ნაცემია შუახნის კაცი. "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, რამდენიმე ნიღბიანი, ნაწულუკუში მცხოვრებ ოჯახს გვიან ღამით დაესხა თავს, სცემეს ერთი პირი, წაართვეს მობილური ტელეფონი, წაიღეს 500 ლარი და ადგილიდან მიიმალნენ.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



