რეზონანსი
(06.08.2024)

თიკა ჯამბურიას „ფეიკ ნიუსებს“ უვრცელებენ - მომღერალი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოს მიმართავს და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: 

"იურისტი თუ მყავხართ ვინმე მეგობრებში ვისაც სურვილი აქვს დამეხმაროს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხის მოვთხოვო და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს სიბოროტე , მომწერეთ გთხოვთ დასპონსორებული აქვთ და ინსტაგრამზე ფეისბუზზე ტრიალებს უკვე 1 კვირაა!

თან თაღლითობაა სერიოზული, ლინკია მითითებული 400₾ ღირს დარეგისტრირება და 10000 ლარს მიიღებთ ყოველ თვიურადო... ჩემი სახელით ვითომ ინფორმაცია გავრცელდა რასაც სახელმწიფო მალავდა." - წერს თიკა ჯამბურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე