რეზონანსი
(06.08.2024)

გარდაიცვალა "სუხიშვილების“ ოქროს თაობის მოცეკვავე. ინფორმაციას ფეისბუკ გვერდი chub1na.ge ავრცელებს.

"გარდაიცვალა სუხიშვილების ოქროს თაობის მსახიობ-მოცეკვავე, წლების მანძილზე - თეატრალური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პედაგოგი, ასევე ქორეოგრაფიულ ანსამბლ თსუ - უნივერსიტეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი თენგიზ ყურაშვილი.

ჩვენი გვერდის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ! ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე