რეზონანსი
(04.08.2024)

ბიზნესმენ ლევან პირველის და, ლიკა პირველი დაიღუპა. ახლობლების ინფორმაციით, ლიკამ ძმას ღვიძლი გადაუნერგა, რის შემდეგაც მას თრომბი განუვითარდა და ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს.
"მეგობრებო, 2 დღის წინ ანკარაში ერთ ერთ საუკეთესო კლინიკაში ლიკამ გადაუნერგა ღვიძლი მის ძმას, ლევან პირველს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და გუშინ ტრომბი განვითარდა და ლიკა გარდაიცვალა ძალიან დიდი ტრაგედიაა", - წერს სოციალურ ქსელში თაკო დოლაბერიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



