რეზონანსი
(04.08.2024)

საფრანგეთმა ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქვეყანა უსაფრთხოების ვითარების მოსალოდნელი გაუარესების გამო.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ლიბანში არ გაემგზავრონ, მათ კი, ვინც უკვე იქ იმყოფება, აფრთხილებს, ქვეყანა დატოვონ.
შვედეთმა, ასევე, განაცხადა, რომ აჩერებს საელჩოს მუშაობას ლიბანში. ბევრმა ავიაკომპანიამ, რომლებიც მიფრინავდნენ ლიბანსა და ისრაელში, გააუქმეს ფრენები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



