რეზონანსი
(04.08.2024)

ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ ირანი ისრაელზე თავდასხმას 12-13 აგვისტოს გეგმავს. ამ დღეებში ქვეყანა ტიშა ბავის დღესასწაულს აღნიშნავს.
ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს. აღნიშნულია, რომ დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენლებმა Sky News Arabia-სთვის მიცემულ კომენტარში ირანის გეგმებზე ისაუბრეს. სავარაუდოდ, თავდასხმა ჰეზბოლასთან იქნება კოორდინირებული.
ტიშა ბეავში ებრაელები პირველი და მეორე ტაძრების დანგრევის დროს გლოვობენ, ყოველწლიური ღონისძიების დროს ხდება მარხვა, გლოვა და თვითუარყოფის პრაქტიკა, - ნათქვამია მასალაში.
აღნიშნულია, რომ ამ დღეებში განხორციელებულმა თავდასხმამ შესაძლოა, ემოციური და ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს ისრაელის მაცხოვრებლებზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



