რეზონანსი
(02.08.2024)

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა „დემოკრატი" დელეგატებისგან საკმარისი ხმები მოიპოვა, რათა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, - ამის შესახებ „დემოკრატიული" პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმი ჰარისონმა განაცხადა.

როგორც CNN-ი წერს, კამალა ჰარისის ნომინირება ოფიციალური გახდება მას შემდეგ, რაც პარტიის ვირტუალური კენჭისყრა ორშაბათს დასრულდება.

„ჩემთვის პატივია ვიყო შეერთებული შტატების პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი „დემოკრატიული" პარტიიდან", - აღნიშნა ჰარისმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე