რეზონანსი
(02.08.2024)

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური" პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლა პუტინის გამარჯვებაა.

„ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში ეს არ მოხდებოდა. ჩვენ მას [ევან გერშკოვიჩი] დავაბრუნებდით და არაფრის გადახდა არ მოგვიწევდა. არ მოგვიწევდა მკვლელების გაშვება", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„უნდა გავარკვიოთ, გადავიხადეთ თუ არა მილიარდები, როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა, როდესაც ყველაფერთან ერთად [ირანს] 6 მილიარდი დოლარი გადავუხადეთ", - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, რუსეთსა და დასავლეთის რიგ ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლა შედგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე