რეზონანსი
(02.08.2024)

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­გი­ნე­ბელ ხალ­ხს, ჩვენ­თან არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა, - ასე უპა­სუ­ხა „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლი­ტი­კურ­მა მდი­ვან­მა, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია, რომ მათ პარ­ტი­ა­ში სა­მო­მავ­ლოდ გიგა ბო­კე­რია ან თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ვი­ხი­ლოთ.

რო­გორც ბა­რა­მი­ძემ აღ­ნიშ­ნა, გიგა ბო­კე­რი­ას ან თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს არ აქვთ სწო­რი გან­წყო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი, ერ­თი­ა­ნო­ბი­სად­მი და რაც მთა­ვა­რია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი.

„ალ­ბათ, ხუმ­რობთ. არა. ისი­ნი არა­ვის აღარ წარ­მო­ად­გე­ნენ. ისი­ნი ალ­ბათ, უფრო მათ­თვის სამ­წუ­ხა­როდ, ივა­ნიშ­ვი­ლის გი­ნე­ბა­ზე მე­ტად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გი­ნე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც მათი მხრი­დან, რბი­ლად რომ ვთქვათ, ყვე­ლა გა­გე­ბით არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლია. არ მი­მაჩ­ნია, რომ ასე­თი გან­წყო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ჩვენს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე შან­სი იყოს იმი­ტომ, რომ მათ არ აქვთ სწო­რი გან­წყო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი, ერ­თი­ა­ნო­ბი­სად­მი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ივა­ნიშ­ვი­ლის მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი ლი­დე­რი­სად­მი, რო­მე­ლიც დღეს სა­პა­ტიმ­რო­შია. ბუ­ნებ­რი­ვია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­გი­ნე­ბელ ხალ­ხს, ჩვენ­თან არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

გარ­და ამი­სა, მან აღ­ნიშ­ნა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ოპო­ზი­ცი­უ­რი პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის მი­მართ და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს.

„მიგ­ვაჩ­ნია, რომ ერთი დიდი პრო­და­სავ­ლუ­რი ფრონ­ტი ამ მო­ღა­ლა­ტე რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ არის ჩვე­ნი უფრო დიდი სხვა­ო­ბით გა­მარ­ჯვე­ბის გა­რან­ტი, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე ცენ­ტრის შექ­მნა, მაგ­რამ ჩვე­ნი კო­ლე­გა სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­მა სხვაგ­ვა­რად გა­და­წყვი­ტეს. ჩვენ მზად ვართ, ამ ფორ­მატ­ში მათ­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ",- გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

მან გან­მარ­ტა, რომ პარ­ტი­ის კარი ყვე­ლას­თვის ღიაა.

„ბუ­ნებ­რი­ვია, სა­თა­ნამ­შრომ­ლოდ ყვე­ლა პარ­ტი­ას­თან მზად ვართ, ყვე­ლა პა­ტა­რა და მსხვილ პარ­ტი­ას­თან, რად­გან, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ერთი დიდი ფრონ­ტის შექ­მნა მო­ღა­ლა­ტუ­რი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ არის ყვე­ლა­ზე უფრო დიდი გა­რან­ტი ისე­თი გა­მარ­ჯვე­ბის, რო­მე­ლიც ჩვენს ხალ­ხს სჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ არა მარ­ტო ეს მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი რე­ჟი­მი გა­ვის­ტუმ­როთ, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო სწრა­ფად და­ვაბ­რუ­ნოთ ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე",- გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე