რეზონანსი
(02.08.2024)

ქართველმა ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმა (78 კგ) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მან გერმანელი რენე ლუხტი იპონით დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედალი აქვს - ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური კი ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე