რეზონანსი
(01.08.2024)

იტალიაში, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან, ორი ქართველია, - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაღუპულები არიან 37 და 27 წლის მამაკაცები და 34 წლის ქალი.

პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა: ერთ-ერთში ქართველები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორეში ადგილობრივი მკვიდრი 27 წლის ახალგაზრდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ორი დაშავებული ადგილზე დაიღუპა, ხოლო მესამე დაშავებული - სასწრაფო დახმარების მისვლის შემდეგ.

შემთხვევა გუშინ, ბრადანიკას სახელმწიფო გზაზე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე