რეზონანსი
(01.08.2024)

რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას" ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ისრაელმა წითელი ხაზი გადაკვეთა და შურისძიებას უნდა ელოდოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ისრაელელები ახლა ბედნიერები არიან, მათ გადაკვეთეს წითელი ხაზი და ახლა უნდა ელოდონ მრისხანებასა და შურისძიებას", - აღნიშნა ჰასან ნასრალამ.

„ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გავრცელებული ინფორმაციით, ისმაილ ჰანიე თეირანში მართვადი რაკეტით მოკლეს.

მართვადი რაკეტა თეირანში მდებარე იმ სახლს მოხვდა, სადაც ჰანიე იყო დაბინავებული. მკვლელობა ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათზე განხორციელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე