რეზონანსი
(01.08.2024)

ლონდონში აქტივისტები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა არეულობის დროს 5 ადამიანი დააკავეს.

არეულობაა ქალაქ ჰართლი პულშიც, სადაც აქტივისტებმა პოლიციის ავტომობილი დაწვეს. საპროტესტო გამოსვლებია ქალაქ მანჩესტერშიც. არეულობის შედეგად დაშავებულია პოლიციის 53 ოფიცერი.

საპროტესტო ტალღა უკავშირდება თავდასხმას ქალაქ საუთპორტში, სადაც სამი მცირეწლოვანი გოგონა მოკლეს. ბრალდებული 17 წლის მოზარდია. პოლიციის ცნობით, სოციალურ მედიაში ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა არასწორად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მუსლიმი ემიგრანტია, რასაც შედეგად არეულობა მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე