რეზონანსი
(01.08.2024)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის დაპყრობას ვერ შეძლებს.

„რა თქმა უნდა, ის [პუტინი] მთელს ქვეყანას ვერ დაიპყრობს, ჩვენი პარტნიორების დახმარების გარეშე რომც დავრჩეთ. ჩვენ მას ჩვენს ქვეყანას არ მივცემთ, და ის ამაზე მთელ თავის ცხოვრებას დახარჯავს. ის ტერიტორიის რაღაც ნაწილს დაიპყრობს. მაშინ ეს ომის, დიდი ომის გაგრძელება იქნება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველი პირის აზრით, პუტინს სხვა ქვეყნებში შეჭრაც შეუძლია. ის ფიქრობს, რომ რუსეთი შესაძლოა ბელარუსიდან ბალტიის ქვეყნებს თავს დაესხას, ან თუნდაც პოლონეთში შევიდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე