რეზონანსი
(01.08.2024)

ირაკლი კობახიძე, მინდა, პირადად მოგმართო, თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარი დაიბლოკა. ირაკლი, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო. ვფიქრობ, ამაზეც პასუხი უნდა გასცეს, (ირანში) რომ ჩავიდა, ტაშს რას უკრავდა, ვისთან ერთად უკრავდა? - ამის შესახებ „ერთიანობას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ის ამტკიცებს, პრემიერ-მინისტრის ირანში ჩასვლა და პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება ანტიეროვნული ნაბიჯია.

„რუსული კანონი“ სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს. ერთი დღის მანძილზე 95 მილიონი დოლარი დაბლოკეთ, მეორე ხელი კი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს ჩამოართვით, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, რომლებიც აფხაზეთს და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობენ. ირაკლი, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო. ერთი ხელით, 95 მილიონი დოლარი დაბლოკე, მეორე ხელი ჩამოართვი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის არამღიარებელ ორი კონკრეტული ორგანიზაციის ლიდერს, „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან აღიარებული.

არის თუ არა ეს ანტიქართული მოქმედება და აპირებ თუ არა, ამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადო? კიდევ რამდენი უნდა დაუჯდეს საქართველოს რუსული კანონის მიღება, კიდევ რამდენად უნდა გაღარიბდეს ქართველი ხალხი ამ ანტიქართული ქმედების გამო? 95 მილიონი დოლარით მაგალითად, 10%-ით შეიძლებოდა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატება, ან შეიძლებოდა საპენსიო სესხების ჩამოწერა ყველა პენსიონერისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე