რეზონანსი
(01.08.2024)

ბათუმში, კლუბ "სოჰოს" მიმდებარე ტერიტორიაზე 30 ივლისს სამი ადამიანი დაჭრეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. "ბათუმელების" ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი მძიმედაა დაჭრილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე