რეზონანსი
(01.08.2024)

უკრაინამ F-16 ტიპის ექვსი გამანადგურებელი ნიდერლანდებიდან მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა  ,,თაიმსი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნიდერლანდებიდან გამანადგურებლები უკვე უკრაინაში ჩავიდა და მალე რამდენიმე F-16-ს კიევი დანიიდანაც მიიღებს.

შეგახსენებთ, გუშინ, ,,ბლუმბერგმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინამ F-16 ტიპის გამანადგურებლები მიიღო. გავრცელებული ინფორმაცია კიევს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე