რეზონანსი
(31.07.2024)

თბილისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. ახლობელბის ცნობით, ქალი სახლიდან 30 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ფატზე ინფორმირებულია პოლიცია.
"ვეძებთ ირინას !!!
სახლიდან გავიდა 30 ივლისს - თბილისი. გრიბოედოვის ქუჩა.
მობილური თან არ აქვს. ჩართულია პოლიცია.
მოვიკითხეთ ყველა შესაძლო ადგილას. მათ შორის, მცხეთის დედათა მონასტერში. ირინა არის სიონის ტაძრის მრევლი.
თუ ვინმეს შეგხვდებათ, გთხოვთ, არ მიატოვოთ, გამოელაპარაკეთ, დააყოვნეთ, და სასწრაფოდ გვაცნობეთ", - წერს ახლობელი.
ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ:
577721551
599263443
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



