რეზონანსი
(31.07.2024)

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში ახა­ლი სტა­დი­ო­ნის პრო­ექ­ტზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ვა­ზი­ან­ში უნდა აშენ­დეს. მისი თქმით, ახა­ლი სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბის მი­ზე­ზი ისაა, რომ "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია.

"ახა­ლი სტა­დი­ო­ნის პრო­ექ­ტი გვაქვს და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი. "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სტა­დი­ო­ნი, არის ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი, მდგრა­დო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვჭირ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა", - თქვა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

დღეს კი მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თბი­ლისს უნდა ჰქონ­დეს სრუ­ლი­ად ახა­ლი სტა­დი­ო­ნი 70 ათას მა­ყუ­რე­ბელ­ზე გათ­ვლი­ლი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, უმას­პინ­ძლოს უმაღ­ლე­სი დო­ნის თა­მა­შებს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლის ჩათ­ვლით.

"რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას „დი­ნა­მო არე­ნას“ ექ­სპერ­ტი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და ისი­ნი მო­გაწ­ვდი­ან დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა და ეს არის ახა­ლი სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა. თბი­ლისს უნდა ჰქონ­დეს სრუ­ლი­ად ახა­ლი სტა­დი­ო­ნი 70 ათას მა­ყუ­რე­ბელ­ზე გათ­ვლი­ლი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, უმას­პინ­ძლოს უმაღ­ლე­სი დო­ნის თა­მა­შებს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლის ჩათ­ვლით. ეს იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რაც მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის იმიჯ­ზეც ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. ამი­ტომ ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა და მივ­ყვე­ბით ამ გეგ­მას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი იყო "დი­ნა­მო არე­ნა“ 26 მარტს რო­გორ ჩა­ტარ­და თა­მა­შე­ბი და ოთხი თვის შემ­დეგ, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ერთა ლი­გის თა­მა­შე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, არც ერთი თა­მა­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა რა­ი­მე რის­კის პი­რო­ბებ­ში.

"რაც შე­ე­ხე­ბა წინა თა­მა­შებს, არც ერთი თა­მა­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა რა­ი­მე რის­კის პი­რო­ბებ­ში ამა­ზე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლოდ რა, რო­გორ იქ­ნე­ბა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, ყვე­ლა რის­კი იქ­ნე­ბა და­ზღვე­უ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მა­ნამ­დე 28 ივ­ნისს, პრე­მი­ერ­მა პარ­ლა­მენ­ტში ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბის წარ­დგე­ნი­სას თქვა, რომ თბი­ლი­სის ახა­ლი სტა­დი­ო­ნის ბრი­ტა­ნუ­ლი სტი­ლის იქ­ნე­ბა, სტა­დი­ო­ნი მა­ყუ­რე­ბელ­სა და სპორ­ტსმე­ნებს შო­რის მაქ­სი­მა­ლურ ემო­ცი­ურ კავ­შირს უზ­რუნ­ველ­ყოფს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის.

"ეს იქ­ნე­ბა ბრი­ტა­ნუ­ლი სტი­ლის სტა­დი­ო­ნი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მაქ­სი­მა­ლურ ემო­ცი­ურ კავ­შირს მა­ყუ­რე­ბელ­სა და სპორ­ტსმე­ნებს შო­რის, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათ შო­რის, სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის. მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, დავ­სწრე­ბო­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩებს, სა­დაც სწო­რედ ასე­თი ტი­პის სტა­დი­ო­ნებ­ზე გა­ი­მარ­თა მატ­ჩე­ბი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეს ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი, რაც მყარ­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელ­სა და სპორ­ტსმე­ნებს შო­რის ასე­თი ტი­პის სტა­დი­ო­ნებ­ზე. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც კი გა­მო­უჩ­ნდა კრი­ტი­კო­სე­ბი და კი­დევ უფრო გა­საკ­ვი­რი ის არის, რომ ეს კრი­ტი­კო­სე­ბი თავს სპორ­ტის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა­ზე დე­ბენ. მათ შო­რის, ერთ-ერთი სპორ­ტის კო­მენ­ტა­ტო­რი, არ ვიცი მისი სა­ხე­ლი და გვა­რი, გა­მო­დი­ო­და და სცა­და ამ პრო­ექ­ტის გაკ­რი­ტი­კე­ბა. მე არ ვიცი, ამას რა შე­იძ­ლე­ბა და­ერ­ქვას, როცა ხარ პო­ლი­ტი­კუ­რად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და­ბინ­დუ­ლი გაქვს გო­ნე­ბა და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბაც გა­და­დის უკა­ნა პლან­ზე.

ეს პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ეს პრო­ექ­ტი სა­თა­ნა­დო ვა­დებ­ში და სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ჩვენ და­გეგ­მი­ლი გვაქვს ამ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლი კომ­პა­ნია ჩავ­რთოთ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე