რეზონანსი
(31.07.2024)

თბილისის ზღვაზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი უკიდია ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებულ ბალახს და ხეებს.

ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის ცნობით, ცხოველები საფრთხის ქვეშ არ არიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს და კიდევ ემატება. მათი ცნობით, ცეცხლი უკიდია ბალახებს და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

წყარო: bm.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე