
„ბიძინა ივანიშვილს კარგად ვიცნობ, ადამიანურად, მისი ფიზიკური უსაფრთხოება ჩემთვის სულ ერთი არ არის. მასთან ურთიერთობა მქონდა, ფიზიკურად დაცვა რომ დასჭირდეს, მეც დავიცავ, თუმცა პოლიტიკურად [დაცვა] აბსოლუტურად მიუღებელია“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, „ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა ახლა დრამატულია“.
„ვიცი, რა არის მისი ამოცანები და რა რისკებს ხედავს. პუტინისაც ეშინია, ამერიკისაც ეშინია, ყველასი და ყველაფრის ეშინია, მისი დღე არის შფოთები და შიშები, ღამე კი – კოშმარები.
წარმოიდგინეთ მისი ცხოვრება, ვამბობთ, „მიშა ციხეშია, მიშა ციხეშია“, ბიძინა ციხეში არ არის? გალია ოქროსი იქნება თუ არა [რა მნიშვნელობა აქვს], ოქროს გალიაც გალიაა, ბიძინაც ერთ ოთახში ცხოვრობს და ერთ საძინებელში სძინავს, ერთ მაგიდასთან ზის და ერთ საჭმელს ჭამს, ბიძინაც ციხეში ზის“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



