
ეს კინო ნანახი გვაქვს, წინასწარ გამოცხადებული გაყალბების ისტორია, რომლის წარმოჩენაც მათი მხრიდან ხდება ხოლმე, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რადიკალური ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით წინასწარ გაკეთებულ განცხადებებს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მათ იციან, რომ მოქალაქეებისგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ.
„ეს კინო ნანახი გვაქვს 2016-ში, 2020-ში, შუალედურ სხვა არჩევნებზე, ადგილობრივ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს კინო ნანახი გვაქვს, წინასწარ გამოცხადებული გაყალბების ისტორია, რომლის წარმოჩენაც მათი მხრიდან ხდება ხოლმე.
იციან სინამდვილეში, რომ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ მათ მოქალაქეებისგან, იციან, რომ მორიგი მარცხი ელით და იციან, რომ ერთადერთი გზა, რომ მათ ძალაუფლება მოიპოვონ, ეს არის დემოკრატიის გვერდის ავლით, ძალადობით და არეულობით.
ეს სცადეს მათ ყოველ ჯერზე. 2020-ში იყო ყველაზე უხეში მცდელობა ამისი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით ყალბი შედეგები ვრცელდებოდა, იმისთვის, რომ აერიათ სიტუაცია, მაგრამ ვნახეთ, რომ საზოგადოება ძალიან მალე ერკვევა ხოლმე მდგომარეობაში და აქაც, რა თქმა უნდა, არანაირი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ წარმატებული იქნებიან", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



