რეზონანსი
(30.07.2024)

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის მიწოდებულ F-16 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს „ჰაერი - ჰაერი"-ს ტიპის რაკეტებით აღჭურავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონს შეზღუდული მარაგები და წარმოების შესაძლებლობები აქვს, ის F-16-ებს „ჰაერი - ხმელეთი"-ს კლასის ჭურვებით და „ჰაერი - ჰაერი"-ს ტიპის ზუსტი დამიზნების რაკეტებით აღჭურავს. ის უკრაინას საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ჭურვებსა და რაკეტებს მიაწვდის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

უკვე ცნობილია, რომ ნორვეგია ამ ზაფხულს უკრაინას ექვს ერთეულს F-16 ტიპის თვითმფრინავს გადასცემს. კიევს თვითმფრინავებს დანია და ბელგიაც გადასცემენ. დღემდე უცნობი იყო, თუ რა ტიპის შეიარაღებით აღიჭურვებოდა თვითმფრინავები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე