რეზონანსი
(30.07.2024)

გველის ნაკბენის შედეგად ტურისტი გარდაიცვალა. შემთხვევა ჩაქვის ჩაისუბანში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით გველი კავკასიური გიურზას ჯიშს მიეკუთვნება.

ტურისტის გარდაცვვალების შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებენ ქობულეთის მერიაში.

ტვ25-ის ინფორმაციით,გარდაცვლილი გერმანიის მოქალაქეა.

,,გველი სახლში ჰყავდა, ტყიდან მიუყვანია. ადგილობრივებმა გააფრთხილეს, რომ გველი სახლში არ უნდა ჰყოლოდა" -უთხრეს ტვ25-ს ქობულეთის მერიაში.

კავკასიური გიურზა შხამინი გველია გველგესლასებრთა ოჯახიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე