
გერმანიაში, ქალაქ ლუდვიგსჰაფენში, BASF-ის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება. აფეთქება ადგილობრივი დროით, 12 საათზე მოხდა. აფეთქების მიზეზი ამჟამად უცნობია. ხანძარი დაახლოებით 14:00 საათისთვის უკვე ლიკვიდირებული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.
თვითმხილველებმა შენობის თავზე კვამლის დიდი მასა დაინახეს. მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების მანქანა, პოლიცია და გარემოსდაცვითი ინსპექცია მალევე მივიდა.
ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლის გაზების გამო ადგილობრივ და ქალაქის შემოგარენში მცხოვრებ მოსახლეობას ფანჯრებისა და კარების გარკვეული დროით დაკეტვა სთხოვეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



