რეზონანსი
(29.07.2024)

ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ საუთპორტში, ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა, სულ მცირე, 8 ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოსახლეობამ პოლიცია ადგილობრივი დროით 11:50 საათზე გამოიძახა.

„არიან დაჭრილები. პოლიციამ დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავა. ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე