
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან 24 წლის ქალი გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფლის დადგენას სამართალდამცავები ამ დრომდე ცდილობენ. ოჯახი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა და უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ ქალი ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, ხელი ჰკრეს ბებიას, რომელიც შვილიშვილის დახმარებას ცდილობდა. გამტაცებლებმა გოგო თავდაპირველად სოფელ ყარაჯალას მიმართულებით წაიყვანეს. ოჯახმა ამ სოფელში ნახა ავტომობილი, რომლითაც გამტაცებლები გადაადგილდებოდნენ.
როგორც ირკვევა, გამტაცებელი 24 წლის გუნელ გასანოვაა, სოფელ კაბალში ცხოვრობს და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.
„ჩემი ქალიშვილის პოვნას და მისი გამტაცებლების დასჯას ვითხოვ. გუშინ ჩემი შვილი საკუთარი მანქანით წავიდა ბაბუასთან სახლში მის მოსანახულებლად, ერთი-ორი საათი გაჩერდა იქ. შემდეგ ნათესავებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩემი შვილი "მერსედესის" მარკის მანქანით გაიტაცეს. კამერებში ჩანს, რომ ეს მანქანა ყარაჯალაშია შესული, პოლიცია ეძებს, მაგრამ ჯერ ვერ პოულობენ", - ამბობს გოგონას მამა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



