
მივმართავ „ოცნების“ ლიდერებს: ბატონებო, დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს - თქვენი წამზომი ჩართულია! - ამის შესახებ ამის შესახებ "პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, Edison Research-ის კვლევაში ნათლად ჩანს, რომ 4 ოპოზიციური პარტია, ჯამში, დამაჯერებლად, თითქმის ორჯერ, ამარცხებს „ქართულ ოცნებას“.
გუშინ გამოქვეყნდა Edison Research-ის პოლიტიკური განწყობების კვლევა საქართველოში. რას წარმოადგენს Edison Research? ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული მკვლევარი ორგანიზაცია, რომლის კვლევებსაც მთელი მსოფლიო ენდობა.
ამ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ 4 ოპოზიციური პარტია, ჯამში, დამაჯერებლად, თითქმის ორჯერ, ამარცხებს „ქართულ ოცნებას“.
დღეს კი, ამ მონაცემებთან დაკავშირებით, „ოცნების“ მთელს „ლიდერშიპს“ სიმწრის ქილიკი აქვს გამართული.
ბატონებო, დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს, - თქვენი წამზომი ჩართულია!"- წერს ოქრიაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



